მსოფლიო

სტამბულში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

02.01.17 18:20


სტამბულში ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ „როიტერზე“ დაყრდნობით.

სტამბულში ღამის კლუბ Reina-ზე შეიარაღებული თავდასხმა ახალი წლის ღამეს მოხდა.

ავტომატით შეიარაღებულმა ტერორისტმა კლუბის დაცვის პოლიციელი მოკლა, შენობაში შეიჭრა, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და ცეცხლი გახსნა. თურქეთის შსს-ს მონაცემებით, ტერაქტს 39 ადამიანი (მათ შორის, 16 უცხოელი) ემსხვერპლა, 69-მ სხეულის დაზიანებები მიიიღო. თავდამსხმელის სამძებრო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები