ეკონომიკა

საქართველოში მშპ-ის ზრდამ 2% შეადგინა

02.01.17 18:35


საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპები გაიზარდა — ნოემბრის თვეში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ გასული წლის ნოემბრის თვესთან შედარებით 2% შეადგინა, მაშინ როდესაც ოქტომბრის თვეში მთლიანმა შიდა პროდუქტმა 1,3% შეადგინა.

საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წლის იანვარ-ნოემბრის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,4% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ მასალებში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივლისში მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა 3%-დან 3,5%-მდე ივარაუდა.

საქართველოში ეკონომიკურ ზრდას კვლავინდებურად ხელს უშლის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული სირთულეები, თუმცა, გააქტიურდნენ შიდა და საგარეო ინვესტორები. გაუმჯობესდა სამშენებლო სფეროში ვითარება და ასევე დადებითად მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის არსებობა.

ეროვნული ბანკის მასალებში აღნიშნულია, რომ პროგნოზის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ფისკალური სტიმულირებისთვის დაგეგმილმა ღონისძიებებმა, რაც ინვესტიციების ზრდის პერსპექტივას იძლევა. გარდა ამისა, დადებითი ეფექტი ექნება რეფინანსირების განაკვეთის დაწევას. რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის პროგნოზის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,4% იქნება, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%-მდე გაზრდას პროგნოზირებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები