საზოგადოება

პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

03.01.17 16:30


სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, უწმინდესს პერიოდულად ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები უტარდება და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. გრიპის ვირუსული ფონი მოიხნა, ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი კი უკან იხევს. პატრიარქი თავს ყოველდღიურად უკეთ გრძნობს.

„ვირუსული ფონი მოიხნა. ტემპერატურა აღარ აქვს. თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.

სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. კვლევები უტარდება და ამის მიხედვით იცვლება მკურნალობის მიმდინარეობა. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები უტარდება, რათა დინამიკაში ვნახოთ რა ხდება. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა გაგრძელდება, შეჩერდება ან შეიცვალება. სამივე ვარიანტი განიხილება, იმისდა მიხედვით, რა მონაცემები გვექნება. ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი თანდათან უკან იხევს, რაც დამაიმედებელია“, - განაცხადა შარტავამ.

მისივე თქმით, დღეს ექიმები ითათბირებენ, რათა პატრიარქი ხვალინდელი საიუბილეო ღონისძიებების გამო არ გადაიღალოს.

ხვალ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი 84 წლის გახდება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები