საზოგადოება

პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო

04.01.17 16:35


პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ პატრიარქი არ გადაიღალოს.

„ყველანაირი ღონისძიება, ოპერაში გასამართი კონცერტი გაუქმებულია, მიღებებიც არ იქნება.

მადლობა ღმერთს, რომ უწმინდესი კარგად არის და ბევრად უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ვიზღვევთ თავს და დავასვენებთ. უწმინდესის საიუბილეო კონცერტისა და მიღებების გამართვა, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის დაიგეგმება“, - განაცხადა დეკანოზმა კახაბერმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება საშობაო მსახურებას, მას თავად უწმინდესი ჩაატარებს.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი 84 წლის გახდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები