საზოგადოება

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში ახალი მმართველი - მეუფე ლაზარე წარადგინეს

04.01.17 17:55


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მეუფე ლაზარე (სამადბეგიშვილი) ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში გუშინ ოფიციალურად წარადგინეს.

პარაკლისს ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში წმინდა სინოდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეუფე ლაზარე ბორჯომში ჩამოსვლამდე ავსტრია-გერმანიის ეპარქიაში მოღვაწეობდა.

„მეუფე ლაზარე გახლავთ დიდი ხნის სასულიერო პირი, 35 წელია რაც ის საქართველოს ეკლესიის წიაღში მოღვაწეობს. მისი გამოცდილება ძალზე დიდია და მას ჩაბარდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია. დღეს ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რათა მომხდარიყო გადაბარება დროებითი მმართველობიდან მუდმივ მმართველობაში და შვიდმა მღვდელმთავარმა აღვასრულეთ სავედრებელი ლოცვა წმინდა ნიკოლოზისადმი და ღმერთს შევავედრეთ საქართველო, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია, რათა იყოს მშვიდობა , ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და წინსვლა ამ ეპარქიისა“- განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ.

აღნიშნულ ეპარქიას 21 წლის მანძილზე მეუფე სერაფიმე მართავდა, მან ეპარქია 2016 წლის გაზაფხულზე დატოვა. შემდეგ კი ეპარქიის დროებითი მმართველები მეუფე თეოდორე და მეუფე ანდრია იყვნენ.

მეუფე ლაზარე ერისკაცობაში – დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი 1955 წლის 20 ივლისს, ქ. თბილისში დაიბადა. ბერად 1997 წელს აღიკვეცა , ეპისკოპოსად კი 2014 წლის ზაფხულში აკურთხეს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები