საზოგადოება

კორცხელში ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

04.01.17 19:05


კორცხელში წყლით სავსე ორმოში 70 წლამდე მოხუცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივები ,,ნიუპოსტთან,, ამბობენ, რომ გარდაცვლილი ადგილობრივი არ არის. ცხედარი პოლიციასთან ერთად სამმმა ადგილობრივმა უკვე დაათვალიერა.

უცნობია გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. ადგილზე შეკრებილი სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც "ნიუპოსტს" შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა), მიმდინარეობას. მათივე განმარტებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები