საზოგადოება

მართვის მოწმობის ქულათა სისტემის ამოქმედების შესახებ შსს განმარტებას აკეთებს

04.01.17 19:20


მართვის მოწმობის ქულათა სისტემის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ.

როგორც „კვირას“ უწყებაში განუმარტეს, შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, რომლის ერთ-ერთ სიახლეს 100-ქულიანი სისტემის შემოღება წარმოადგენს, განსახილველად პარლამენტშია შეტანილი, თუმცა საპარლამენტო განხილვები საგაზაფხულო სესიაზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ 2015 წელს წარუდგინა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები