ეკონომიკა

2016 წელს საქართველოს რუსეთის მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა ეწვია

04.01.17 20:20


2016 წელს საქართველოს 1 მილიონ 37 ათას 564 რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებს 12%-ით აღემატება, განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში 2016 წელს სულ 6 350 825 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 2015 წლის მონაცემებს 7,6%-ით აღემატება. გასულ წელს 19%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი, რომლებმაც საქართველოში 24 საათზე მეტი დრო გაატარეს (2 714 773 ადამიანი).

ქვეყნების ხუთეული, რომელთა მოქალაქეებმა საქართველოს გასულ წელს ესტუმრნენ, შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი—1 523 075 ადამიანი, რაც 2015 წელთან შედარებით 9,3%-ით მეტია; სომხეთი—1 496 246 ადამიანი (+1,9%); თურქეთი—1 254 089 ადამიანი; რუსეთი—1 037 564 ადამიანი (+12%) და უკრაინა—172 631 (+21,8%).

ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+48%), ინდოეთიდან (+199%), საუდის არაბეთიდან (+116%), ფილიპინებიდან (+89%), ომანიდან (+75%) და ჩინეთიდან (+46%), განაცხადა ჩოგოვაძემ.

გასულ წელს ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი — 2016 წლის სამი კვარტლის პერიოდში უცხოური ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 1,7 მლრდ აშშ დოლარი, რაც 11,7%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„2016 წლის 11 თვის მონაცემების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორებმა უცხოური ბარათების მეშვეობით 1 479 633 ლარის ოდენობის ოპერაცია განახორციელეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა ზრდა 10,1%“,—აღნიშნა ჩოგოვაძემ. საერთო ჯამში, 2016 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები