საზოგადოება

საპატრიარქომ საშობაო ალილოს ჩასატარებლად 30,7 ათასი ლარი მიიღო

05.01.17 16:00


თბილისის მერიამ საქართველოს საპატრიარქოს საშობაო ალილოს ჩასატარებლად 30,7 ათასი ლარი გამოუყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия“.

მოალილოვეთა შორის არიან წითელჯვრიანი თეთრი პერანგებით შემოსილი სტიქაროსნები და ეკლესიის მსახურები, რომლებსაც ხატები, ხორუგვები და ჩირაღდნები დააქვთ და საალილოო სიმღერას მღერიან. მათ წინ მიუძღვით ხარებშებმული ურემი, რომელზეც კალათები ალაგია შეჭირვებულთა და ობოლთა დასახმარებლად გაღებული ტკბილეულის, ხილისა თუ სათამაშოების ჩასალაგებლად. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს ალილოზე მოსიარულეთა ჯგუფს. ეს მართლაც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი სანახაობაა.

შობის ღამეს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს საქართველოში უფლის სახელზე ფანჯარასთან დანთებული სანთელი აერთიანებს. რამდენიმე წლის წინ დამკვიდრებული ეს ტრადიცია ჩვენი პატრიარქის სურვილი და მოწოდება იყო. ერთი ლოცვით ანთებული ქართველები, სულისა და სამყაროს გადარჩენას ღმერთს ავედრებენ და ეს ლოცვა და ნატვრა მათ განუზომელ ძლიერებას სძენთ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები