საზოგადოება

დონალდ ტრამპი ბათუმში Trump Tower–ს აღარ ააშენებს

05.01.17 16:30


დონალდ ტრამპი ბათუმში Trump Tower–ს აღარ ააშენებს. ეს გადაწყვეტილება აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა კონფლიქტთა ინტერესების თავიდან ასაცილებლად მიიღო. Trump Organization-მა ასევე შეაჩერა სასტუმროების კომპლექსების მშენებლობა აზერბაიჯანში, ბრაზილიასა და არგენტინაში. ბათუმში 47–სართულიანი “ტრამპ თაუერის” მშენებლობა 2013 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო. პროექტის ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესიდან მიდის და თავის ბიზნეს–იმპერიას შვილებს გადასცემს. სხვადასხვა ინფორმაციით, ტრამპის ქონება 4–დან 8 მილიარდ აშშ დოლარამდე შეადგენს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები