პოლიტიკა

“ჩინეთისთვის საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია”

05.01.17 19:00


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ჩინეთის კომერციის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა, სადაც ძირითად ეკონომიკურ მოვლენებს შორის საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც მოხვდა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთისთვის საქართველო რეგიონში წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს, რაც საქართველოს შესახებ მათ მაღალ ცნობიერებაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია ექსპორტის კუთხით ის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ჩინეთთან დაფიქსირდა – ეს არის თითქმის 50% -ზე მეტი ზრდა. იმ პროდუქციებს შორის, რომელზეც დაფიქსირდა ექპორტის ზრდა, მნიშვნელოვანია ღვინო. ის თითქმის 100% -ით გაზრდილი – 2016 წლის მონაცემებით, ჩინურ ბაზარზე 5 300 000 ბოთლი გავიდა“,- აღნიშნავს არველაძე.

მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ პირველად დაფიქსირდა მანგანუმის ოქსიდის ექსპორტი ჩინეთში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პროდუქციების ჩინეთის ბაზარზე პოზიციონირებისთვის.

„ასევე მნიშვნელოვანია საექპორტო პროდუქტია მინერალური წყლები, რომლებიც 15 – ჯერ არის გაზრდილი, ასევე ლუდი, სპილენძის მადანი და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ექპორტიორები პოზიციონირებენ ჩინეთის ბაზარზე და მნიშვნელოვნად იზრდება ჩვენი საექსპორტო პროდუქცია. 46% – იანი გვაქვს ზრდა ტურიზმშიც – დაახლოებით 14 000 ტურისტი შემოვიდა ჩინეთიდან. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო პირდაპირმა ფრენებმა, რომელიც 23 სექტემბრიდან დაინიშნა პეკინის მიმართულებით – თბილისი-ურუმჩი-პეკინი”, – აცხადებს არველაძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩინეთთან თანამშრომლობა აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში.

“ამ კუთხითაც ჩინეთისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო პარტნიორს წარმოვადგენთ. თავისუფალი ვაჭრობა იქნება ხელშემწყობი ფაქტორი იმისათვის, რომ საქართველო იყოს სტაბილური და მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციისთვის: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად 2016 წლის 5 ოქტომბერს დასრულდა და მხარეებს შორის მოლაპარაკების დასრულების შესახებ მემორანდუმის გაფორმდა. დარჩენილია მხოლოდ სამართლებრივი პროცედურები, რაც ხელმოწერისთვის არის საჭირო ორივე მხარისთვის. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, თებერვალ-მარტში ხელშეკრულება მზად იქნება ხელმოსაწერად, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის პარლამენტმა უნდა მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები