საზოგადოება
05.01.17 19:30
”ყაზტრანსგაზ თბილისი” ბუნებრივი აირის დანახარჯის ზრდას ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო გაზის გაზრდილ მოხმარებას უკავშირებს, – ამის შესახებ ”ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თურმანიძე დღევანდელ ბრიფინგზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც აბონენენტები დეკემბერში ბუნებრივი აირის ხარჯის გაზრდის შესახებ წერდნენ.
”გვინდა განვმარტოთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ როცა ამავე წლის ნოემბერში მიღებული იყო 82 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში 97 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით 49%, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26% შეადგინა. ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბერში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო 2015 წლის დეკემბერთან შედარებით”, – განაცხადა ნინო თურმანიძემ.
მისივე განმარტებით, ქალაქში შემომავალი გაზი ნაწილდება უშუალოდ საცალო მომხმარებლებზე და მიღებული გაზის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით.
შესაბამისად, დეკემბერში მოხმარებული გაზი აღირიცხა აბონენტების მრიცხველებზე. თურმანიძის თქმით, ნებისმიერ აბონენტს დაინტერსების შემთხვევაში საშუალება აქვს თვითონ იანგარიშოს მოხმარებული გაზის მოცულობა და საფასური.
”თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში, შეუძლია მოგვმართოს კომპანიის ცხელ ხაზზე – 2 40 40 04, ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრში და ჩვენი სპეციალისტები უსასყიდლოდ შეამოწმებენ აღირცხვის კვანძს”, – განაცხადა თურმანიძემ.
რაც შეეხება გაზის ხარისხს, ”ყაზტრანსგაზ თბილისში” აცხადებენ, რომ კომპანიას ბუნებრივ აირს აწვდის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და სწორედ ისაა პასუხისმგებელი გაზის ხარისხზე. თურმანიძის თქმით, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამოწმებს გაზის ხარისხს და დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირის ხარისხი შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებს.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფებს, თურმანიძის თქმით, ”ყაზტრანსგაზ თბილისს” ამ ეტაპზე სატარიფო განაცხადით სემეკისთვის არ მიუმართავს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24