საზოგადოება

თბილისში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

05.01.17 20:00


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 1989 წელს დაბადებული გ.მ დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

ბრალდებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. იგი სამართალდამცველებმა ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

„კალაშნიკოვის“ სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 3 საბრძოლო ვაზნა პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები