საზოგადოება
05.01.17 20:45
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დავარწმუნეთ, რომ განათლების ახალი კრიტერიუმების დანერგვის პროცესში გამორიცხულია დისკრიმინაცია, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, რეფორმის შემდეგ ეტაპზე ყველა ხსენებული დებულება დაკონკრეტდება სწორედ ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე.
„პრეტენზიას უფრო ვერ დავარქმევ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს ჰქონდათ შეკითხვები.
გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ საკითხები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებზე. დეტალურად შევჩერდით სკოლების კატეგორიის საკითხებზე.
გამოთქვეს წუხილი, მოსაზრება, რომ შეიძლება ამან მიგვიყვანოს არაერთგვაროვანი ხარისხის განათლებისკენ. ჩვენ დავარწმუნეთ, რომ ასე არ მოხდება. საუბარი არის შემდეგზე, რომ სამი კატეგორიის სკოლა გვექნება. პირველი ორი კატეგორია არის ზომით გაყოფილი – 200 მოსწავლეზე ნაკლები სადაც სწავლობს და 200 მოსწავლეზე მეტი სადაც სწავლობს. ძირითადი მიზეზი ამ გაყოფის არის დაფინანსების სქემა იმიტომ, რომ ჩვენი დღევანდელი დაფინანსება 200 მოსწავლემდე სკოლებს აკმაყოფილებს. 200 მოსწავლეზე ზემოთ სკოლებში კი არის დაფინანსების მხრივ მნიშვნელოვანი სირთულეები. ვაპირებთ ახალ სქემაში ეს ხარვეზი აღარ არსებობდეს. 200 ბავშვზე მცირე და მეტ სკოლებში პედაგოგების მიღებასთან, მათ პროფესიულ განვითარებასთან, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით არის ასევე სირთულეები.
მოგეხსენებათ, მცირე სკოლები არის სოფლებში, სადაც საკადრო ბაზარი შეზღუდულია. ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ ეს სპეციფიკა“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე განმარტებით, მესამე კატეგორია ეს იქნება წამყვანი სკოლები.
„ეს იქნება კრიტერიუმებზე აგებული კატეგორია ანუ მცირე სკოლასაც და დიდ სკოლასაც შეუძლია გახდეს წამყვანი სკოლა თუ დააკმაყოფილებს კრიტერიუმს. კრიტერიუმები ჯერ არ გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ კომიტეტი შეიმუშავებს“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.
„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შენიშვნები ჰქონდათ პროექტის დებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათი აზრით, ზოგადი ხასიათისაა და დაკონკრეტების პროცესში შეიძლება დისკრიმინაციული ხასიათი მიიღოს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24