საზოგადოება

გუდაურსა და ბაკურიანში ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩოები დამონტაჟდა

05.01.17 21:00


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუდაურსა და ბაკურიანში ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩოები დაამონტაჟა. სასურათე ჩარჩო სოციალური ქსელების საშუალებით კურორტების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.

გუდაურში ჩარჩო გონდოლის ზედა სადგურთან ზღვის დონიდან 2750 მეტრზე მდებარეობს, ბაკურიანში კი 2702 მეტრზე. გუდაურში ახლადდამონტაჟებული ჩარჩოსთან სამახსოვრო ფოტოები ტურისტებთან ერთად გადაიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც. ადმინისტრაცია მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 2017 წელსაც გააგრძელებს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები