საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

05.01.17 21:30


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.

დირექტორობის კანდიდატებთან სამეურვეო საბჭოს შეხვედრები დღეს გაიმართა. კენჭისყრა 12:00 საათზეა დანიშნული.

კონკურსის მეორე ტურში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობს – ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩეული იქნება ის კანდიდატი, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრთა მინიმუმ ხუთ ხმას მიიღებს.

თუ 5 ხმის დაგროვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, მაშინ დაინიშნება მეორე ტური.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები