პოლიტიკა

მარტინ შულცი: საქართველო ევროკავშირის ძლიერი ასოცირებული პარტნიორია

27.04.16 20:55


ქვეყანაში არის უფრო მეტი პოლიტიკური კონკურენცია იმ საკითხზე, თუ როგორაა უმჯობესი ქვეყნის მართავა, – ამის შესახებ ბრიუსელში, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ძლიერი ასოცირებული პარტნიორია.
„საქართველო ევროკავშირის ძლიერი ასოცირებული პარტნიორია. ჩვენ განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი. ჩემს კოლეგასთან ერთად ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციტივა განვიხილეთ. ვისაუბრეთ 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. აღვნიშნეთ, რომ ინდივდებს შორის დაძაბულობის დონის შემცირების მხრივ განვითარებაა, ქვეყანაში არის უფრო მეტი პოლიტიკური კონკურენცია იმ საკითხზე, თუ როგორაა უმჯობესი ქვეყნის მართავა“,-აღნიშნა შულცმა.
ევროპარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მხარეები მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე, რომელსაც ასრულებს ევროკავშირისთვის, როგორც მთავარი მოკავშირე იმ რეგიონში, სადაც არის ბევრი გამოწვევა, მათ შორის ევროკავშირის საქართველსოთან, ასევე სხვა მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებაზე. ვისაუბრეთ ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მედიის თავისუფლებაზე, პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფაზე, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს იყო ინფორმაციისა და შეხედულებების ძალიან ღია, მეგობრული და ინტენსიური გაცვლა“,- აღნიშნა შულცმა.

წყარო : IPN /www.kvira.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები