საზოგადოება
11.01.17 18:35
2017 წლის 10 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და აპარატის სხვა წარმომადგენლები პანკისის ხეობის სოფელ დუისში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ სალაფიტური თემისა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს, ასევე დაესწრნენ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში გამართულ დისკუსიას „დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები პანკისის ხეობაში“.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ადგილობრივი სალაფიტური თემისა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე პანკისში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე, პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, ახალგაზრდების ინტერესებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ამ ორგანიზაციების მონაწილეობაზე და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია; ასევე ისაუბრეს სალაფიტური თემის მიმართ გაჟღერებული კრიტიკისა და ამ საკითხებისადმი მათი ხედვების შესახებ.
დისკუსიის ძირითადი თემა ბოლო პერიოდში პანკისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის სათემო რადიოს საქმიანობა და პანკისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლის განხილვა იყო; ისაუბრეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” ოფისისათვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე და ამ ინციდენტის სავარაუდო მიზეზებზე.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, სწრაფად და სრულყოფილად გამოიძიოს 3 იანვარს პანკისში მომხდარი ფაქტი, როდესაც უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” ოფისია განთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს. ამავე განცხადების თანახმად, გამოძიების შედეგებმა არ უნდა დატოვოს შეკითხვები საზოგადოებაში, ხოლო, გამოძიების დასრულებამდე გაუმართლებელია რომელიმე ჯგუფის მიმართ ბრალდებების გამოთქმა, უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული და გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს ყველა მხარე.
სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უსაფრთხოებისა და მშვიდ გარემოში მუშაობის გარანტია ჰქონდეთ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 100
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24