საზოგადოება

თბილისში სამი სახლი დაიწვა

11.01.17 20:10


თბილისში, სანავარდოს ქუჩაზე სამი სახლი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა დღეს მოხდა. სახლის მფლობელებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოახერხეს. შემთხვევის ადგილზე დაზარალებულებს რაიონის გამგებელი შეხვდა და დახმარება აღუთქვა.

„გამგეობა საკუთარი სოციალური პროგრამის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში დაეხმარება დაზარალებულებს. იქნება ეს ფულადი დახმარება, სამშენებლო მასალები თუ სახლის რეაბილიტაცია“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები