საზოგადოება

ბათუმის სპორტსკოლის გადასარჩენად პეტიცია შედგა

11.01.17 20:25


ბათუმში, სპორტული სკოლის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელის ადგილზე, სადაც სპორტის 15 სახეობაში, დაახლოვებით 1000-მდე ბავშვი ვარჯიშობს „ორბი ჯგუფი“ სასტუმროს აშენებას გეგმავს. – იუწყება აჭარის ტელევიზია.

საუბარია 4 ათას 559 კვადრატულ მეტრ ფართობზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანიამ იქვე 12 ათასი კვადრატული მეტრი საინვესტიციო ტერიტორია შარშან შეიძინა. ჯამში “ორბი-ჯგუფი ბათუმი” 16 ათას 500 კვადრატულ მიწის ფართზე 4 ათას 500 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ტერიტორია 10 მილიონად შეიძინა. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 29 დეკემბერს მიიღო. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის სპორტსმენები აპროტესტებენ.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინვესტორმა 200 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების მიზნით, შეიძინა მხოლოდ სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრის მიწის ნაკვეთი, თუმცა მოქმედი სპორტული სახეობების უწყვეტად ფუნქციონირების მიზნით, კომპანია 18 თვის განმავლობაში ალტერნატიულ შენობა-ნაგებობაში სპორტული სახეობების განთავსების ხარჯებს დაფარავს. პარალელურად უკვე დაწყებულია ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცედურები, რომელსაც აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს.

ახალი თაობის სპორტსმენები ამ ფაქტს აპროტესტებენ და მოითხოვენ ხელუხლებელი დარჩეს ბათუმის სპორტული სკოლის ადმინისტრაციული შენობა, სანამ, არ აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი და არსებულ ტერიტორიაზე შენარჩუნდეს ძველი ფლიგელები, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური წვრთნები. ბათუმის სპორტსკოლის დასაცავად შედგა შესაბამისი პეტიცია. ქალაქ ბათუმის სპორტული სკოლა 2012 წლის 3 იანვარს სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და სასპორტო სკოლად ჩამოყალიბდა. სკოლაში მოზარდები სპორტის 20 სახეობაში ვარჯიშობენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები