საზოგადოება

საქართველოში სამრეწველო ინოვაციების კიდევ 14 ლაბორატორია გაიხსნა

11.01.17 20:40


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოში არსებული 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ”ფაბლაბი” მოეწყო, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.

პროექტი განხორციელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით. თბილისის გარდა, „ფაბლაბები“ ასევე გაიხსნა რეგიონებში (წალენჯიხა, მესტია, გურჯაანი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური) მდებარე პროფესიულ კოლეჯებში.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, სპეციალური დანადგარებით, სადაც სტუდენტები საკუთარი ნამუშევრების შექმნას შეძლებენ.

პროექტი „ფაბლაბი” საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, პირველი ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა, რის შემდეგაც სააგენტომ საქართველოს მასშტაბით 22 ლაბორატორიის ფორმირება მოახდინა. 14 ფაბლაბის ერთდროულად გახსნა უპრეცედენტო შემთხვევაა მთლიანად რეგიონში. ამ ფაქტის შემდეგ საქართველო მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილზე ინაცვლებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები