საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში

11.01.17 21:30


უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი თქმით, ხვალ, 12 იანვარს ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ჰაერი დღისით 11-დან 16 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთში 9-დან 11 გრადუსამდე.

12 იანვარს ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 13 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში ნალექია მოსალოდნელი: ბარში წვიმის, მაღალ მთაში თოვლის სახით.

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 13 იანვარს ჰაერი დღისით 6-დან 8 გრადუსამდე გათბება. ღამით დასავლეთ საქართველოში -1 -2 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთში -2 -7.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები