საზოგადოება

სამტრედიაში შშმ პირი დაჭრეს

11.01.17 22:00


სამტრედიაში 40 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც "ნიუპოსტს" თვითმხილველებმა განუცხადეს, დაჭრილი შეზღუდული შესაძლებლობის პირია. ის ეტლით გადაადგილდებოდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავთა მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლით მიმდინარეობს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები