ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7395 ლარი გახდა

11.01.17 22:10


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7395 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7395 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7403 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8820 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9023 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0203 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, 12 იანვრიდან შევა ძალაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები