ეკონომიკა

ივლისში საქართველოში საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

12.01.17 15:00


2017 წლის ივლისში, საქართველოს ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია ეწვევა 100-ზე მეტი წარმომადგენლით. საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმის გამართვის შესახებ განცხადება ბიზნეს გაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა" (GEA) და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPITBJ) შორის გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა — იტყობინება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

ბიზნესფორუმი გაიმართება პროექტის “ერთი მსოფლიო, ერთი სარტყელის” ფარგლებში.

როგორც ჩინეთის მხარემ აღნიშნა, საქართველოში ვიზიტი ასტანაში გამართული 3 თვიანი მსოფლიო ბიზნეს ფორუმის გაგრძელება იქნება. მათი სურვილია, ჩინეთის ბიზნეს დელეგაცია გამოუყვეს ე.წ აბრეშუმის გზას, რათა მაქსიმალურად განავითარონ სავაჭრო ურთიერთობები ბიზნეს ფორუმების, გამოფნების საშუალებით.

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო, წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან ორგანიზაციას ჩინეთის უცხოური ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით. იგი აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ 4000-მდე საწარმოსა და ორგანიზაციას პეკინში. მათი ორგანიზებით იმართება გლობალური ბიზნეს ფორუმები და გამოფენები.

შეხვედრაზე, რომელსაც ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ასოცირებული კონსული და ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების დეპარტამენტების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ, შეთანხმდნენ, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობა განვითარდება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

ორმხრივი ბიზნეს კავშირების განვითარება; გარემოსა დაცვისა და რესურსეფექტური წარმოების ხელშეწყობა; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს შორის მზადდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა ჩანიშნულია აპრილში, რომელზეც განიხილება დაგეგმილი ბიზნესფორუმის ორგანიზების დეტალები და განისაზღვრება ის ბიზნეს სექტორები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მასში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები