საზოგადოება

სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

12.01.17 18:25


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 1976 წელს დაბადებული ზ.ძ დააკავეს, აღნიშნულია შსს–ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაუზერის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 საბრძოლო ვაზნა და მეტადონის შემცველი სითხე ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 236-ე და 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები