პოლიტიკა

ნინო გვენეტაძე: დამოუკიდებელი ინსპექტორები კონკურსის წესით შეირჩევიან

12.01.17 18:55


„დამოუკიდებელი ინსპექტორები, რომლებიც პროფესიით იურისტები არიან და მინიმუმ 10-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვთ, კონკურსის წესით შეირჩევიან“, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ,ნინო გვენეტაძემ განაცხადა.

ნინო გვენეტაძის ინფორმაციით, საბჭო მომავალ კვირაში დაიწყებს მუშაობას.

,,კანონის გარდამავალ დებულებებში გაწერილია უკვე კონკრეტული ვადები. საბჭომ დაიწყო მუშაობა, ჩვენ ამ კვირაშიც გვაქვს სხდომა, სადაც იურიდიულ სამსახურს მიეცემა დავალება, რომ მომზადდეს ის კანონქვემდებარე იურიდიული აქტები, რომლებიც რიგი დებულებების ასამოქმედებლად იქნება საჭირო, მათ შორის დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ასამოქმედებლად. მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი ინსპექტორი იქნება საჯარო მოხელე, რომელიც კონკურსის წესით განწესდება და ბუნებრივია, საბჭო მობილიზებულია, რომ კანონის ეს განაწესი სრულყოფილად ვადებში იქნას შესრულებული. ბუნებრივია, გამოცხადდება კონკურსი და კონკურსის წესით მოხდება თანამდებობის დაკავება. კრიტერიუმები ის არის, რომ უნდა იყოს იურისტი და უნდა ჰქონდეს პროფესიული გამოცდილება, მინიმუმ 10-წლიანი ვადით მაინც. ჩვენ, ბუნებრივია, დავიცავთ კანონის მოთხოვნებს და ყველა ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც საჭირო იქნება ამ ინსტიტუტის ასამოქმედებლად, საბჭოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა მართლმსაჯულების სისტემის ე.წ. მესამე ტალღის ფარგლებში გადაწყდა. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს მიიღო.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები