მსოფლიო

მაკკეინმა პუტინს „მკვლელი“, „ბანდიტი“ და „კა გე ბეს პროდუქტი“ უწოდა

12.01.17 19:10


აშშ-ის სენატორი და “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ მას მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების არ სჯერა.

მაკკეინი პუტინს „მკვლელს“, „ბანდიტს“ და „კგბ-ს პროდუქტს“ უწოდებს.

„მე აშშ-ის სამ პრეზიდენტს ვიცნობ, რომლებიც პუტინთან ახალი ურთიერთობების აწყობას ცდილობდნენ, მაგრამ პუტინთან მოქმედება მხოლოდ რონალდ რეიგანის სტრატეგიით არის შესაძლებელი, ანუ მშვიდობის დამყარება ძალისმიერი გზით“, – განაცხადა მაკკეინმა DW-თვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, პუტინს მხოლოდ ძალისმიერი ენა ესმის.

„მან უნდა იცოდეს, რომ ფასი, რომელსაც აგრესიის შემთხვევაში გადაიხდის, ძალზე მაღალი იქნება“ – განაცხადა მაკკეინმა.

მაკკეინმა ასევე გააკეთა კომენტარი ტრამპის პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ ტრამპმა ჰაკერულ შეტევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

მისივე თქმით, პირადად მას კიბერშეტევებში რუსეთის მონაწილეობაში ეჭვი არ ეპარება.

სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ძალისმიერი პოზიციიდან.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები