საზოგადოება

ავარია ხაშურთან - გარდაცვლილი სასულიერო პირი და მძიმედ დაშავებულები

13.01.17 16:00


ხაშურში, სოფელ ალთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა. 4 დაშავებულიდან ორს ხაშურშის საავადმოყოფოში უტარდება მკურნალობა, ორი კი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების გამო თბილისში გადმოიყვანეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავში.

ხაშურის სოფელ ალთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია.

როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები