საზოგადოება

თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

13.01.17 17:30


თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა მობინადრემ განუცხადა, შემთხვევის დროს საცხოვრებელ სახლში სულ 5 პირი იმყოფებოდა. CO-ს გაჟონვის შედეგად 4 ადამიანი უგონო მდგომარეობაში იყო.

როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ექიმთა ბრიგადამ 4 პირს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

მომხდარი ფაქტი „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები