საზოგადოება

18 იანვარს დიდი აიაზმის კურთხევა ჩატარდება

16.01.17 15:40


ოთხშაბათს, 18 იანვარს, დიდი აიაზმის კურთხევა ჩატარდება – ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა.

პატრიარქის თქმით, დილით საზეიმო წირვა ჩატარდება, რის შემდეგაც წყალს აკურთხებენ.

19 იანვარს კი მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში, 10 საათზე, უწმინდესი საზეიმო წირვას აღავლენს.

„ოთხშაბათს იქნება წირვა და წირვის შემდგომ იქნება კურთხევა დიდი აიაზმისა, ხუთშაბათს არის ნათლისღების დღესასწაული. ღმერთმა დაგლოცოთ“, – ბრძანა ილია მეორემ.

ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები