ეკონომიკა

თურქმენული ნავთობი საქართველოს სარკინიგზო დერეფანს დაუბრუნდა

16.01.17 21:10


სამი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე 4,5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი განხორციელდება — შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა ორ სახელმწიფოს შორის.

შვიდწლიანი ინტერვალის შემდეგ თურქმენული ტვირთი საქართველოს სარკინიგზო დერეფანს დაუბრუნდა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

მიღწეული შეთანხმების შედეგად საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად 60 მლნ ლარით შეივსება. გაიზრდება ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტერმინალებსა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი.

2007-2008 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქმენეთიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღნიშნული ტვირთის გადამისამართება მოხდა მახაჩკალის მიმართულებით ნოვოროსიისკის პორტში. 2013 წლიდან საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრების უშუალო ჩართულობით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქმენეთთან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საქართველოს დერეფანში დაბრუნების თაობაზე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები