საზოგადოება

პოლიციამ თბილისის ცენტრში უკანონო იარაღი ამოიღო

17.01.17 16:30


პოლიციელებმა აღმაშენებლის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 25-წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შსს-ს სამინისტროს პრეს-სამსახური.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ არარეგისტრირებული ავტომატი და მჭიდი ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები