საზოგადოება
17.01.17 17:00
დღეს არსებული მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა, შეცვლილი გამოცდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება, რადგან ვინც იქ გამოცდას ვერ აბარებს, ქუჩაში რომ გაიყვანო, უკვე რისკია, - ამის შესახებ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უწყებას მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რამდენიმე ვარიანტი აქვს შემუშავებული, რომელზეც საბოლოოდ შეჯერება მოხდება.
როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, შსს-მ ამ მხრივ რამდენიმე ათეული ქვეყნის გამოცდილებას გაეცნო და შეისწავლა.
”გამოცდა მხოლოდ ერთ ქუჩაზე არ იქნება, ის ჩატარდება, ალბათ, ქალაქში. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ავტომობილები აღიჭურვოს კამერებით და შესაბამისი ანალიტიკური პროგრამით, რომელიც ამას ყველაფერს დააფიქსირებს. მანქანაც და გამომცდელიც იქნება რეალური, მაგრამ ავტომანქანაშიც და მასზეც დამონტაჟებული იქნება კამერები, რომლებიც არჩევს ღერძულა ხაზს, წითელ შუქს და ა.შ. ანუ საგამოცდო მანქანები ქალაქში გავლენ და ქალაქის ის მონაკვეთები, სადაც ისინი ივლიან, იქნება უფრო გამოკვეთილად დახაზული და, შესაბამისად, ისე განვითარებული, რომ მანქანაზე დამონტაჟებულმა კამერამ აღიქვას. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი”, - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის სიახლეებზე მომავალში პრეზენტაცია გაიმართება, რათა საზოგადოებაში მოლოდინები სწორი იყოს.
”წელს ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ეს ვალდებულება გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებაც დასჭირდეს, იმის მიხედვით, თუ რომელ მოდელს ავირჩევთ. შესაბამისად, მისი განხორციელება პარლამენტის პროცედურებისა და პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით მოხდება. დღეს არსებული პრაქტიკული გამოცდაც, ალბათ, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება, რადგან ადამიანი, რომელიც იქ გამოცდას ვერ აბარებს, ქუჩაში რომ გაიყვანო, უკვე რისკია. ანუ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შეიძლება ორ ან სამეტაპიანი იყოს. მთავარია, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში მოხდება. ეს არის ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებაც”, - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24