საზოგადოება

ირმა ყოჩიაშვილმა დედის მკვლელობა აღიარა

17.01.17 18:00


76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და მისი სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებაში ბრალდებულმა, ირმა ყოჩიაშვილმა დედის მკვლელობა აღიარა. როგორც საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა, ირმა ყოჩიაშვილმა აღნიშნა, იგი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს.

რაც შეეხება, საქმეზე მეორე ბრალდებულს ბექა შენგელიას, იგი წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

“თავს ნაწილობრივ უდანაშაულოდ ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ეს განსაკუთრებული სისასტიკე არაა. კი, სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული”, – აღნიშნა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ 70 წლის ქალის მკვლელობა 5 ნოემბერს გახსნა. მაშინ სამართალდამცავებმა 5 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთი – 18 წლის გოგონა – მოკლულის შვილია, მეორე – გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი – მათი მეგობარი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ დანა ჩაარტყა, მოკლა და დაანაწევრა, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები