საზოგადოება

მაისის დღესასწაულებზე რუსეთიდან საქართველოში კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვა

27.04.16 21:25


რუსეთის მოქალაქეებს შორის საქართველოში დასვენება დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაზეც სამაისოდ მოსკოვი–თბილისის რეისზე გაყიდული ავიაბილეთების რაოდენობა მოწმობს, აცნობა Sputnik–ს ტურისტული სააგენტო ITA Georgia–ს გაყიდვების აგენტმა მირცა ჯანაშვილმა.

საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც თურქეთისა და ეგვიპტის პოპულარული მიმართულებები ჩაიკეტა.


დღეისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ხუთი ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „S7 Airlines“, „აეროფლოტი“, „ტრანსაერო“ და „ურალის ავიახაზები“ (რუსეთი) და „აირზენა“ (საქართველო).

იმის თაობაზე, თუ რომელ ადგილებს ირჩევენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, Sputnik–ს ტურისტული კომპანია GRANDA–ს მენეჯერი ნიკა ზაქარეიშვილი ესაუბრა.
„რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები ძირითადად თბილისსა და ბათუმს სტუმრობენ. ასევე ძალიან პოპულარულია ვარძია და სამცხე–ჯავახეთის რეგიონი“, — თქვა ზაქარეიშვილმა.
გასულ წელს საქართველოში რუსეთის 925 ათასი მოქალაქე იყო ჩასული და მათი რაოდენობა მომავალში აუცილებლად გაიზრდება, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Sputnik–ს რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე რომან სკორიმ.

„დაახლოებით ერთმა მილიონმა ადამიანმა დასვენებისთვის სწორედ საქართველო აირჩია, რომლის პოპულარობაც თანდათან იზრდება… ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ რუსები საქართველოს, ხოლო ქართველები რუსეთს იცნობდნენ“, — აღნიშნა რომან სკორიმ.
რუსეთის ტუროპერატორები ასკვნიან, რომ საქართველო თანდათან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ხდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, და ეს იმიტომ რომ აქ ზღვაზე დასვენებას მრავალფეროვანი საექსკურსიო პროგრამა ახლავს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები