საზოგადოება

თბილისში სამეცნიერო კონფერენცია „ჰორიზონტი 2020“ ტარდება

17.01.17 21:25


სამეცნიერო კონფერენცია „ჰორიზონტი 2020“, რომლის მიზანი საუკეთესო პროექტებისა და კვლევების დაფინანსებაა, თბილისში მიმდინარეობს.

საქართველო 2016 წელს კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ევროპული კავშირის უმსხვილესი პროექტის „ჰორიზონტი — 2020“ წევრი გახდა, რაც ქართველ მეცნიერებს „ევროპული კვლევის ფონდის“ დაფინანსების საშუალებას მისცემს. თბილისში მიმდინარე ღონისძიებაზე მეცნიერები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებენ სამეცნიერო პროექტების რეალიზებაზე სახსრების მიღებას.

ამ ფონდის წევრობა წელიწადში 3 მილიონი ევრო ჯდება. თუმცა, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კონფერენციაზე განაცხადა, ეს თანხა ქვეყნის ბიუჯეტს უკვე დაუბრუნდა.

საქართველომ 1,5 მლნ ევრო მიიღო კონკრეტული კვლევების დაფინანსებაზე და კიდევ 1,5 მლნ ევრო 2017 წელს მეცნიერების განვითარების ფონდში დაბრუნდება, აღნიშნა მინისტრმა.

„ევროპული კვლევების ფონდი“ სამი კატეგორიის გრანტებს გასცემს: საწყისს, საშუალოსა და უმაღლესს, რომლის თანხაც 5 მლნ ევროს შეადგენს.

„ჰორიზონტი-2020“-ის ბიუჯეტი 80 მილიარდი ევროა. ეს თანხა 2014 წლიდან სამეცნიერო ან კვლევით აღმოჩენებსა და ინოვაციებზე ნაწილდება. 2014 წლიდან 2020 წლის ჩათვლით — შვიდ წელიწადზე გათვლილი პროგრამის მთავარი მიზანი ევროპულ კვლევით სივრცეში სამეცნიერო ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისებაა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები