ეკონომიკა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა

17.01.17 21:40


საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით რუსეთი ლიდერობს — 2016 წელს ამ ქვეყნიდან 394,5 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 2015 წლის მონაცემებთან 8,6%-ით ნაკლებია, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

2016 წელს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით შემოსული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 34,3% რუსეთზე მოდის. გასულ წელს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან საერთო ჯამში დაახლოებით 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა.

ამასთან ერთად, 2015 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით 2016 წლის დეკემბერში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები 2,5%-ით გაიზარდა და 41,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები