პოლიტიკა

კარასინი და აბაშიძე პრაღაში მორიგ შეხვედრას თებერვლის დასაწყისში გამართავენ

18.01.17 15:00


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა თებერვლის დასაწყისში შედგება პრაღაში, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

საუბრის მსვლელობისას, როგორც აღნიშნულია, მხარეებმა განიხილეს „ორმხრივი ურთიერთობების ზოგიერთი საკითხი“.

„რუსულ-ქართული კავშირების ნორმალიზაციის გზების არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ჩანიშნულია მორიგი შეხვედრის დღის წესრიგი, რომელიც პრაღაში, თებერვლის დასაწყისში შედგება“, — აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები