პოლიტიკა

გიგი უგულავა - თბილისის მერობაზე კენჭისყრას არ ვაპირებ

18.01.17 15:40


მე არ ვიბრძვი დაბრუნებისთვის, მით უმეტეს არ ვაპირებ თბილისის მერობაზე კენჭისყრას, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ, ”რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიდგომები შეიცვალა, საზოგადოებას კი წარსულში დაბრუნება არ სურს. უგულავას აზრით, მიხეილ სააკაშვილსა და ”ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილ წევრებს შორის განსხვავება ამ მიმართულებითაც არსებობს.

“მე არ ვიბრძვი დაბრუნებისთვის, მით უმეტეს არ ვაპირებ თბილისის მერობაზე კენჭისყრას, მაგრამ ფუნდამენტურად ეს არ არის დაბრუნება. აქ არის განსხვავება ჩემსა და მიშას ხედვას შორის. მიშა ამას უყურებს, როგორც დაბრუნების პროექტს და მე ვამაყობ იმ ათი წლით, რომელიც ხელისუფლებაში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეზე გული მტკივა. ერთი წუთით არ მინდა, რომ ჩვენ დავბრუნდეთ, დავბრუნდეთ წარსულში, რადგან დღეს საზოგადოებას აბსოლუტურად სხვა რამ სჭირდება”,- განაცხადა გიგი უგულავამ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები