საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

18.01.17 16:00


გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

სინოპტიკოსების ცნობით 18 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +4, +9 გრადუსი იქნება.

19 იანვარს შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსი იქნება.

20 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი, ნალექიანი და ნისლიანი ამინდი.

22 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, იქროლებას დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები