პოლიტიკა

​NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს გასაჯაროვდება

18.01.17 16:10


დღეს, 18 იანვარს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საპარლამენტო არჩევნებთან, პარლამენტისადმი მოლოდინებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, მ კოსტავას 14.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები