ეკონომიკა

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

18.01.17 16:30


ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული გზავნილების მოცულობამ 2016 წელს 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით.

ქვეყანაში შემოსული გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. 2016 წელს ამ ქვეყნიდან 394,5 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

მეორე ადგილი უჭირავს საბერძნეთს, საიდანაც საქართველოში 221,4 მლნ აშ დოლარი გადმოირიცხა. შემდეგ არიან აშშ (127,7 მლნ აშშ დოლარი), იტალია (121,2 მლნ აშშ დოლარზე მეტი), თურქეთი (87 მლნ აშშ დოლარზე მეტი) და ისრაელი (60,7 მლნ აშშ დოლარზე მეტი).

2016 წელს საქართველოდან უცხოეთში 194 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 14%-ით მეტია 2015 წლის მონაცემთან შედარებით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები