საზოგადოება

ბათუმში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

18.01.17 16:40


ბათუმში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. არასრულწლოვანს ჭრილობა ცივი იარაღით ზურგის არეში მიაყენეს. დაჭრილს ბათუმის რეპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ელენთის ამოკვეთა გახდა საჭირო. პაციენტი ამ დროის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცადეს, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, იდენთიფიცირებულია ეჭვმიტანილი და მიმდინარეობს ღონისძიებები მის დასაკავებლად.

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები