პოლიტიკა

ნური ქანთარია: „გაზპრომთან“ ხელშეკრულების დადება მოხდა რეალობიდან გამომდინარე

18.01.17 16:50


რასაკვირველია, ეს არაა იდეალური ხელშეკრულება, მაგრამ ამ მოცემულობით ეს იყო მაქსიმუმი-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. ქანთარია თვლის, რომ მოსახლეობა მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ მეტად უნდა იყოს ინფორმირებული.

„ეს არის სპეკულაციის თემა არასამთავრობოებისთვის, და ეგრეთწოდებული ოპოზიციური პარტიებისთვის, ხალხი არ უნდა წამოეგოს ამ სპეკულაციებზე, ამიტომ საჭირო იყო მეტი განმარტება, თუ რა მწვავედ მიდიოდა მოლაპარაკებები. შარშან რა პირობით შევძელით, ამას დაფიქრება უნდა. ხმაური მოლაპარაკების ჩაშლაზე აწყობს იმ ძალას, ვინც ცდილობს ქვეყანაში სიტუაციის არევას, ეს ძალა ცდილობს ამ ხმაურით დაგვანახოს, რომ საქმეს აკეთებს. ეს რომ არ გახდეს სპეკულაციის საგანი, საჭიროა მეტი განმარტებები,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები