პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი - ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის დახმარების საკითხზე გადაწყვეტილებას მივიღებთ

31.05.16 15:20


ვარშავის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსთვის დახმარების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ, ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ მზადებაზე ვარშავის სამიტისთვის. ეს გადამწყვეტი სამიტი იქნება. ჩვენ გავაძლიერებთ შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიას და გავზრდით ძალისხმევას, ჩვენს საზღვრებთან სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

შევთანხმდით, რომ გავზრდით ჩვენს ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს იქნება მრავალეროვანი ძალები, რომლებიც როტაციული პრინციპით იმოქმედებენ.

ასევე, გავაფართოებთ ძალისხმევას, ჩვენს საზღვრებს გარეთ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამას მივაღწევთ ჩვენი პარტნიორებისთვის დახმარების გაწევით, მათ შორის უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის აღმოსავლეთში და ერაყისთვის, იორდანიასა და ტუნისისთვის სამხრეთში. ჩვენ ვეხმარებით მათ ძლიერი თავდაცვითი სტრუქტურების შექმნასა და ბრძოლისუნარიანი ძალების გაწვრთნაში, რათა მათ საკუთარი ქვეყნების დაცვა შეძლონ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ვარშავის სამიტი „გადამწყვეტ მომენტში ტარდება, როცა ნატო-ს საქმე აქვს ყველაზე სერიოზულ გამოწვევებთან უსაფრთხოების სფეროში“.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები