საზოგადოება

თბილისის მეტრო შეუფერხებლად მუშაობს

18.01.17 17:30


თბილისის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, გუშინ გაჩენილი პრობლემები აღმოფხვრილია, აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე.

გუშინ საღამოს თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურზე — „გურამიშვილი“, „სარაჯიშვილი“ და „ახმეტელის თეატრი“ — ძაბვის ცვალებადობის გამო საათნახევრის განმავლობაში მოძრაობა შეჩერდა. „ამჟამად მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ძაბვასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადაჭრილია“, — განაცხადა ცხელი ხაზის ოპერატორმა. მეტროპოლიტენი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა.

ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გასვლა მეტროპოლიტენით 40 წუთშია შესაძლებელი. ამ დროისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 22 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილი და საბურთალოს. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 53,7 კილომეტრია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები