საზოგადოება
18.01.17 17:45
„მე აქამდეც და მომავალშიც ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული თქვენთან ერთად ბავშვთა პრობლემების დაძლევაში“ – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების შესახებ საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს. ფორუმი თავად პრეზიდენტმა გახსნა და საერთაშორისო პარტნიორებს და დონორებს ქვეყნის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და უწყებებს, რომელთაც პრეზიდენტის შეფასებით, სერიოზული ნაბიჯები გადადგეს ამ პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით.
“ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრობლემები არათუ ბოლომდე არ არის გადაჭრილი (ალბათ ბოლომდე ვერასდროს გადაიჭრება), არამედ უხვად არის და ეს პრობლემები ჩვენს კოორდინირებულ და აქტიურ პასუხებს მოითხოვს. აქტიურ პასუხებს მოითხოვს თუნდაც ის ფაქტი, რომ „იუნისეფის“ მონაცემებით, ყოველი მეექვსე ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში. ის ფაქტი, რომ ჩვენში კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს უხდებათ მუშაობა, ის ფაქტი, რომ ბავშვები ჯერ კიდევ ცხოვრობენ ქუჩაში, ის სირთულე, რომელიც უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ინტეგრაციას. ბუნებრივია, ყოველივე ეს პრობლემა მუდმივად იარსებებს ნებისმიერ საზოგადოებაში, უბრალოდ საზოგადოებები იზომება იმის მიხედვით, რამდენად გააჩნიათ უნარი ამ საზოგადოებებს, სახელმწიფოებს და მათ მეგობრებს ამ პრობლემის დაძლევის და სირთულეების ერთობლივად გადაწყვეტის”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ხედავს მზაობას საზოგადოებაში, დაეხმარონ ერთმანეთს, ასევე ხედავს მზაობას მთავრობაში, აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებში, რომ ამ პრობლემებს გაუსწორონ თვალი და გადადგან ნაბიჯები ამ სირთულეებიდან გამოსვლის თვალსაზრისით.
“მე ასევე ვხედავ მზაობას, ჩვენი მეგობრები დაგვეხმარონ ამ სირთულეების დასაძლევად. ამასთან ერთად არსებობს ობიექტური მოცემულობებიც, თუნდაც ეკონომიკური პრობლემები, გარკვეული ტაბუები და კლიშეები, რომლებიც ართულებს ამ გამოწვევების დაძლევას”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ფორუმს ესწრებიან სახალხო დამცველი, სამინისტროების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0129.03.24
-
17:3429.03.24
-
16:0629.03.24
-
15:0029.03.24
-
14:0829.03.24
-
13:2929.03.24
-
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:3629.03.24
-
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
11:1829.03.24
-
10:5029.03.24
-
10:0029.03.24
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24