საზოგადოება
18.01.17 17:55
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კასპი-კავთისხევის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდ. მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თაღოვანი ხიდი გასული საუკუნის 40-იან წლებშია აგებული და თითქმის 90 წელია მისი სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ხიდზე ძალიან დაზიანებულია იყო შუალედური ბურჯები, თაღები და ბეტონის ზედაპირები, რაც საფრთხეს უქმნიდა ხიდზე მოძრაობის უსაფრთხოებას და ავტოტრანსპორტით მძიმე ტვირთების გადატანას.
მდ.მტკვარზე არსებული ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად მოგვარდება აღნიშნული პრობლემები. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: ხიდის ბურჯების გაძლიერება, მალის ნაშენისა და სარეგულაციო კედლების შეკეთება; სავალი ნაწილისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწესრიგება. ასევე განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობის, ხიდის სავალი ნაწილის მონიშვნის, შემოფარგვლისა და გადასასვლელი ფილების მოწყობის სამუშაოები.
ჩატარებული სამუშაოები, კასპი-კავთისხევის გზაზე მოძრავ ავტოტრანსპორტს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ განახლებულ ხიდზე.
ამ ეტაპზე, გაბიონის საყრდენი კედლის მოწყობის, შუალედური ბურჯებისა და მალის ნაშენის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩოჩია ადგილზე გაეცნო.
პროექტი 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 110 687 ლარია. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24