პოლიტიკა

NDI: „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 40% უჭერს მხარს

18.01.17 18:20


აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა, ძირითადად, პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ უჭერს მხარს.

კითხვაზე — რომელი პარტიაა თქვენთან ახლოს შეხედულებებით, რესპონდენტთა 40%-მა უპასუხა, რომ ეს არის „ქართული ოცნება“, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) 10%-მა დაასახელა. კვლევის ჩატარების პერიოდში (2016 წლის ნოემბერი-დეკემბერი) სახეზე იყო განხეთქილების ნიშნები ენმ-ში. პარტიაში ურთიერთობები საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაფუჭდა. პარტიის იდეური სულისჩამდგმელი მიხეილ სააკაშვილი მეორე ტურში მონაწილეობისა და საერთოდ, პარლამენტში მუშაობის წინააღმდეგი იყო.

რაც შეეხება სხვა NDI-ს რესპონდენტებს, არცერთი პარტია არ მოსწონს გამოკითხულთა 22%-ს, პასუხზე უარი განაცხადა 9%-მა.

„თავისუფალი დემოკრატები“ შეხედულებებით ახლოსაა რესპონდენტების 3%-თან. ასეთივე მხარდაჭერა აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელმაც, ბლოკში „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ პარლამენტში არჩევნების შედეგად 6 ადგილი მიიღო. გამოკითხვა ჩატარდა 4 ნოემბერი – 4 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3 141 ადამიანის პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარია +/-1,8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA). გამოკითხვები ჩაატარა კვლევითი რესურსების ცენტრმა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები